ლევან თევზაძე - ვინმეს თუ ჰგონია, სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მწარედ ცდება, ვერც მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები კოლეგების „ლინჩის“ წესით გასამართლება
ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა, ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სადაც სიმართლე და ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა.
„ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების „ლინჩის“ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა „ქმედებების“ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა“, – წერს ლევან თევზაძე.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.