იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა 
იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა იწყება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასმართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

უზენაესი სასმართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება და კანონის მიხედვით, კონკურსი სამი თვით ადრე უნდა გამოცხადდეს.

უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის მსურველებს განაცხადების შეტანა საბჭოში 19 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

დატოვე კომენტარი