ლევან ქარუმიძე - ოპოზიციიდან არავინ დაგვდო პატივი დასწრებოდა განხილვას, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში წარადგენდა ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კანონპროექტს
ოპოზიციიდან არავინ დაგვდო პატივი დასწრებოდა განხილვას მაშინ, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში წარადგენდა ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კანონპროექტს მომხმარებელთა უფლებების შესახებ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დღეს წარადგინა.