ლევან ქარუმიძე - „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დიდებული ფილმია, კრამერი საქართველოს წინააღმდეგ სევდიანი ამბავია, ოქროს ჟოლოზე წარდგენასაც კი არ იმსახურებს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დიდებული ფილმია. ის იმსახურებს ყველა მიღებულ ოსკარს. კრამერი საქართველოს წინააღმდეგ უბრალოდ სევდიანი ამბავია. ის ოქროს ჟოლოზე წარდგენასაც კი არ იმსახურებს“, – წერს ქარუმიძე.
ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „ამჟამად სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის“. მისივე თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს.