ლევან ქარუმიძე – ოპოზიციიდან არავინ დაგვდო პატივი დასწრებოდა განხილვას, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში წარადგენდა ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კანონპროექტს
ოპოზიციიდან არავინ დაგვდო პატივი დასწრებოდა განხილვას მაშინ, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში წარადგენდა ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კანონპროექტს მომხმარებელთა უფლებების შესახებ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დღეს წარადგინა.
While @MakaB__ is presenting the draft law on Consumer Rights @Geoparliament, one of the key requirements for #Georgia‘s integration into the #EU, nobody from the opposition has graced us with their presence. pic.twitter.com/AnhL7rpiUU
— Levan Karumidze (@KarumidzeL) March 1, 2022