ლევან მურუსიძე - სასამართლო სისტემაში ჩემი როლი არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მაქვს დიდი ავტორიტეტი
მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ მას სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი როლი და დიდი ავტორიტეტი აქვს. ამის შესახებ ლევან მურუსიძემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.
„მიმაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში ჩემი როლი არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მაქვს დიდი ავტორიტეტი, ვსარგებლობ მოსამართლეთა სიყვარულითა და მხარდაჭერით. აქ არ არის საუბარი კლანზე. თუ მოჰკითხავთ ნებისმიერ მოსამართლეს, ჰკითხავთ, ვინ არის ლევან მურუსიძე, სასამართლო სისტემის შიგნით ლევან მურუსიძეს აქვს სხვა სახელი და გარეთ სხვა. აი, აქედან გამომდინარე, მიმაჩნია და ვიბრძვი, რათა სასამართლო ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში რეალურად იგრძნოს დამოუკიდებლობა და ამის საკანონმდებლო ბაზა ნამდვილად არსებობს. ეს არის შანსი, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.