ლევან კალანდაძე ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ დაინიშნა
ლევან კალანდაძე ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ დაინიშნა

ლევან კალანდაძე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძის მოადგილედ დაინიშნა.

ლევან კალანდაძე ირაკლი ლექვინაძემ საქარველოს ბიზნესასოციაციის წევრებს დღევანდელ შეხვედრაზე წარუდგინა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ბიზნესომბუდსმენის ჩართულობის მნიშვნელობას სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაში, მათ შორის აღინიშნა მისი როლი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად. ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო პოზიტიურად შეფასდა.