ლევან ჯანაშია - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური არ უნდა ჩატარდეს
ლევან ჯანაშია - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური არ უნდა ჩატარდეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ჯანაშია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში მეორე ტურის გამართვას აპროტესტებს. ჯანაშია აცხადებს, რომ მეორე ტურის ჩატარების საფუძველი არ არსებობს, რადგან პირველი ტური დარღვევებით ჩატარდა.

ასევე, ლევან ჯანაშიამ ჟურნალისტებს რამდენიმე ვიდეოჩანაწერიც აჩვენა, სადაც არჩევნების პროცესში მომხდარი დარღვევებია ასახული. მისი თქმით, არ არის გამორიცხული ბრძოლა სამართლებრივი გზით განაგრძოს.

“ვუგზავნით ფაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ომბუდსმენს, პრეზიდენტს. მეორე ტური სერიოზულად არ უნდა განვიხილოთ. მაშინ პირველი ტური უნდა ყოფილიყო სამართლიანი. ასევე, კონტექსტია, თითქოს პირველმა კანდიდატმა გაიმარჯვა და ეს მათი კეთილი ნებაა. ეს მიუღებელია ჩვენთვის. ვიდეოში ჩანს, რომ ყუთებში აღმოჩნდა უფრო მეტი ბიულეტენი ვიდრე გაიცა“, – განაცხადა ჯანაშიამ.

ადვოკატთა ასოციაციაციის თავმჯდომარის არჩევნები 10 დეკემბერს გაიმართა. ხმის მიცემის პროცესში სულ 2324 ადვოკატი მონაწილეობდა.