ლევან იზორია - საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
ლევან იზორია - საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ფარგლებში, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, – ამის შესახებ მედიასთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაიწყო შვეულმფრენების მოდერნიზება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარი გამოიყო.

„მოდერნიზებული ტიპის შვიდი შვეულმფრენი იქნება, რაც ჩვენს საჰაერო თავდაცვით შესაძლებლობებს კიდევ უფრო განავითარებს. ამასთან, წელს ძირითადად მართვისა და კონტროლის თავდაცვითი საჰაერო სისტემების შეძენას დაეთმობა ყურადღება და აღნიშნული ტიპის სისტემებს ფრანგული მხარისგან შევიძენთ“, – განუცხადა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს.