ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით 600 მილიონ დოლარს გამოყოფს
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით 600 მილიონ დოლარს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 600 მილიონ დოლარს გამოყოფს. დახმარების პაკეტის დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას მოხმარდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ნორვეგიის პარლამენტმა მიიღო.

დეპუტატებმა 2024 წელს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის შესახებ მთავრობის წინადადებას დაუჭირეს მხარი.

პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა ნორვეგიის მუდმივ მხარდაჭერას აფასებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხის უმეტესი ნაწილი მიმართული იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რაც სიცოცხლის დასაცავად ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა ზელენსკიმ.