„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის განმტკიცებაში დაეხმარებიან, ასევე, უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის განმტკიცებაში დაეხმარებიან, ასევე, უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის განმტკიცებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში დანიელ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა.

გერმანელი მინისტრი ასევე მიესალმა აშშ-ის გადაწყვეტილებას, გადასცეს უკრაინას ანტისარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“.

„ჩვენი დახმარების მთავარი ნაწილი არის საჰაერო თავდაცვა, რადგან თითოეული რუსული რაკეტა, რომელსაც უკრაინა ანადგურებს, ნიშნავს ოდნავ ნაკლებ ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევთანხმდით, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საჰაერო თავდაცვაში. საჰაერო თავდაცვა იხსნის სიცოცხლეებს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. ეს თანხმა უკრაინის საბიუჯეტო და ეკონომიკურ მხარდაჭერას მოხმარდება.