ლევან გელბახიანი 2019 წლის კანის კინოფესტივალის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავების სიაში მოხვდა
ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი 2019 წლის კანის კინოფესტივალის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავების სიაში მოხვდა. ვარსკვლავების სია ამერიკულმა გამოცემამ W magazine გამოაქვეყნა.
ლევან გელბახიანი წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ახალ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) მთავარ როლს ასრულებს. ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.
ასევე, გამოცემის სიაში მოხვდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან უილიამ დეფო, ვერნერ ჰერცოგი, ანტონიო ბანდერასი და სხვები.