ლევან დავითაშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის პროგრამა წარადგინა
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა შეიმუშავა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის პროგრამა წარადგინა.
მისი თქმით, პროგრამის მიზანი აზიური ფაროსანას მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და სასოფლო0-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანაა.
ამასთან, აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, ასევე კერძო სავარგულებზე, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ფერმერებმა დროულად და სრულყოფილად ჩაატარონ აგროტექნიკური და შეწამვლითი სამუშაოები საკუთარ სავარგულებში, ასევე ბიზნეს-ორგანიზაციებმა განახორციელონ სახელმწიფოს მიერ მიწოდებული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობის არეალში. დავითაშვილის განმარტებით, მოსახლეობამ შესაბამის სტრუქტურებს უნდა შეატყობინოს მავნებლის ინვაზიის შემთხვევების შესახებ.
რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, ვინაიდან ცივ პერიოდში მავნებელი იმყოფება გამოზამთრების ფაზაში, უწყებაში ამბობენ, რომ მარტის ბოლომდე მავნებლის წინააღმდეგ ეფექტიანი მხოლოდ მექანიკური ღონისძიებების გატარებაა.
მარტის შუა რიცხვებიდან კი პროგრამის მოხედვით, იგეგმება ფერომონიანი ხაფანგების განთავსება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და მოსახლეობის ინტენსიური ტრეინინგი აღნიშნულ ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, ასევე სპეც ტექნიკის, ფერომონების, ინსექტიციდების და სხვა დამხმარე საშუალებების მიღება.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, აპრილიდან, როდესაც ფაროსანა ეტაპობრივად უკვე გარეთ გამოსვლას იწყებს, გაგრძელდება ფერომონიანი ხაფანგების განთავსება მაღალი რისკის ზომებში, მოხდება სამონიტორონგე სისტემებზე ასახული ინფორმაციის მიღება და ანალიზი. ასევე პერიოდული ქიმიური დამუშავება, მათ შორის სპეც ტექნიკით.
„უკვე მაისიდან, ეს ის პერიოდია, როდესაც აზიური ფაროსანა მასიურად გამოდის გამოსაზამთრებელო ადგილებიდან, რისკის ქვეშ დგებიან სასოფლო-სამეურნეო კულტურები, პირველ რიგში კი თხილის პლანტაციები, შესაბამისად მაისიდან ოქტომბრამდე სამონიტორონგე სისტემებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მავნებლის მაღალი კონცენტრაციის ადგილებში, სირსათის ეროვნული სააგენტო სპეც ტექნიკის გამოყენებითშეწამვლით ღინისძიებებს განახორციელებს. როგორც “თერმული ნისლის” გამოყენებით, ასევე მცირემოცულობიანი შემასხურებელი აგრეგატებიტ “მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატწგიია და სამოქმედო პროგრამის მიზანია, მოხდეს აზიური ფაროსანას მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა. აზიური ფაროსანას რიცხოვნობის მინიმუმ ზღვრამდე დაყვანა და კონტროლი კი მიღწევადია მხოლოდ სახელმწიფოს, ფერმერების და მთლიანად საზოგადოების ერთობლოვი ძალიახმევით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.