ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდება
ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდება

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდება.

მისივე თქმით, პროგრამის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო დღეს მთავრობამ, რომელიც მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში და ასევე ხელს შეუწყობს პირდაპირ საექსპორტო გაყიდვების ზრდას. ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტს ჩვენ ვაანონსებთ რთველის დასაწყისში.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა მუშაობა პროექტზე, პროექტის დიზაინი შეთანხმებულია ღვინის ასოციაცასთან. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მეწარმეებთან, სადაც კონკრეტული პირობები შევაჯერეთ. საბოლოოდ, პროექტი ითვალისწინებს სავაჭრო მარკეტინგის, ე.წ. ტრეიდ მარკეტინგის ღონისძიებების საგრანტო თანადაფინანსებას ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფელბა, საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ახორციელებს ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის დაფინანსება 2013 წლიდან, გასამმაგდა პირველად ბიუჯეტი, იმ დროის განმავლობაში გახდა სამი მილიონი და დღეისთვის დაახლოებით 9-10 მილიონი ლარია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი, რომელსაც ახოციელებს ქართული ღვინის ეროვნული სააგენტო შერჩეულ სამიზნე ბაზრებზე.

კვლევების შედეგად შეირჩა კონკრეტული მიმართულებები, სადაც გვყავს წლების განმავლობაში არჩეული, ყველაზე გამოცდილი, კომპეტენტური, ღვინის სფეროში წარმატებული მარკეტინგული კომპანიები, რომლებიც მარკეტინგულ კომუნიკაციას უზრუნველყოფენ. ასევე, კონკრეტული, გავლენიანი ღვინის კირტიკოსები, ინფლუენსერები, ღვინის მაგისტრები თუ ღვინის მასტერ სომელიეები, რომლებიც ქართული ღვინის ზოგად პოპულარიზაციაზე ზრუნავენ, ეს ადამაინები არიან უკვე გაცნობიერებული ქართული ღვინის სპეციფიკაცში. შეასბამისად, შეიქმნა უამრავი მასალა სხვადსხვა ენაზე იმ მიზნობრივ ბაზარზე და მუდმივად ხდება ქართულ ღვინოზე ინფორმაციების გავრცელება სხვადსხვა სამიზნე ბაზარზე, როგორიც არის აშშ, დიდი ბრტინაეთი, პოლონეთი, დაემატა ბალტიისპირეთი, სამხრეთ-არმოსავლეთ აზია და ა. შ. თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო გახდეს უფრო პოპულარული და ეს მეტად აისახოს ქართული ღვინის კომპანიების წარმატებებში, რაც საბოლოოდ, მთლიანად ინდუსტრიის წარმატება იქნება და წარმატება იქნება ჩვენი მევენახე ფერმერებისა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ დღეს დადგა ეტაპი, როდესაც ქართული ღვინო, ე.წ. ნიშური სეგმენტიდან, ახალ ბაზრებზე უნდა გადავიდეს, რეალურად საყოველთაო ხელმისწავდომ კატეგორიაში, ქართული ღვინო უნდა იყოს ხელმისაწვდომი ძირითადი გაყიდვის არხებში, ისეთები, როგორიც არის ე.წ. ონ-ტრეიდი, იგივე მომსახურების „ჰორეკა“ სექტორი, ან ქსელური მაღაზიები, „რითეილი“. შესაბამისად, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კონკრეტული სავაჭრო მარკეტინგული ღონისძიებების დაფინასნება, რასაც აქამდე ქართული ღვინის კომპანიები აკეთებდნენ, თუმცა აკეთებენ არა იმ მასშტაბით და ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ამას სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ქართულმა ღვინომ უნდა დაიმკვიდროს მნიშვნელოვანი ადგილი, მნიშვნელოვანი როლი იმ ცნობილ მწარმოებლებს შორის, რომლებიც ღვინოს აწარმოებენ, ღვინის ცნობილი მწარმოებლები და ექსპორტიორები არიან.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ საგრანტო თანადაფინანსება იმ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო უკვე არის წარმოდგენილი, თუმცა ჯერ კიდევ არ გვაქვს მიღწეული იმ მდგომარეობისთვის, რასაც ვგეგმავთ. ანუ ქართულმა ღვინომ უნდა დაიმკვიდროს მნიშვნელოვანი ადგილი, მნიშვნელოვანი როლი იმ ცნობილ მწარმოებლებს შორის, რომლებიც ღვინოს აწარმოებენ, ღვინის ცნობილი მწარმოებლები და ექსპორტიორები არიან, მათ შორის, იგივე ახალი სამყაროს ქვეყნების ღვინო დღეს ხელმისწავდომია ფაქტობრივად ევროპის ყველა ბაზარზე და ევროპის ცნობილი მწარმოებლების ღვინოები ხელმისაწვდომია მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. სწორედ ასეთ კატეგორიაში უნდა გადავიდეს ქართული ღვინო.

დღეს ქართული ღვინო იყიდება 60 ქვეყანაში. 2020 წლის მონაცამებით, ექსპორტი განხორციელდა 60 ქვეყანაში, 2019 წელს იყო 53 ქვეყანა, 341-მა კომპანიამ განახორციელა ექსპოერტი 2019 წელს, 2020 წელს მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდა, 376 კომპანიაა, რომლებიც ექსპორტს ახორციელებდა ოფიციალურად. თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ რაოდენობებში აისახოს გაყიდვების, დღეს თითქმის ჩვენ მივაღწიეთ 100 მილიონიან ნიშნულს. 100 მილიონი ბოთლი წეწილადში არის დაახლოებით 2021 წლის საპროგნოზო მონაცემები, მაგრამ ჩვენ დავაანონსეთ, რომ ღვინის სექტორის საექსპორტო მონაცემები 10 წლის განმავლობაში, 2030 წლისთვის, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, უნდა იყოს მილიარდი დოლარი, ანუ ფაქტობრივად უნდა გასამმაგდეს დღევანდელი შემოსავლები ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური პროდუქტებიდან“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას თითქმის ყველა იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო გავა.

„მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას ყველა იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო გავა, გამოკლებით დესეთესა და საქართველოსი. ბუნებრივია, საქართველოში რეალიზაციას ჩვენგან არ სჭირდება პოპულარიზაციაში ხელშეწყობა, ამას ახერხებენ როგორც მცირე, საშუალო და დიდი კომპანიები. ჩვენი მიზანია საექსპორტო გაყიდვების წახალისება და გაზრდა, მაგრამ ამავე დროს ახალ გეოგრაფიაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ამ დივერსიფირებას შერჩეულ სამიზნე ბაზრებზე, სადაც სახელმწიფო ფულს ხარჯავდა, ეს არის ახალი ბაზრები, სადაც ქართული ღვინო იმკვიდრებს ადგილს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ტემპი გავზარდოთ და უფრო მეტად შევამციროთ დამოკიდებულება არსებული ბაზრებიდან.

შესაბამისად, დესეთეში არ დაფინანსდება მარკეტინგული ღონისძიებები, მაგრამ დაფინანსდება ყველა დანარჩენ ქვეყანაში, სადაც ღვინის კომპანიები განახორციელებენ მარკეტინგულ ღინისძიებებს და მარკეტინგული ღონისზიებების ბიუჯეტი ერთი კომპანიიისთვის განისაზღვრა წლის განმავლობაში 600 000 ლარით. თუმცა ეს არის საწყისი, საპილოტე ვერსია, შემდგომში შესაძლოა, მეტი თანხები გამოყოს სახელმწიფომ, თუ დავინახავთ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება.

ამასთანავე, ეს დაკვშირებულია პირდაპირ გაყიდვების ზრდასთან. ანუ ჩვენ ვიღრბთ შედარებას კონკრეტულად საანგარიშო წელში, რომელ წელსაც დაფინანსება მოხდება მარკეტინგული ღონსიძიებების, უნდა იყოს გაზრდილი რაოდენობა წინა წელთან შედარებით და ზუსტად ეს ნაზარდია ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ამ შემთხვევაში, ასეთი შემზღუდველი ლარი არის დამატებით ორი ლარი ერთ ბოთლ დამატებით გაყიდულ ღვინოზე. ეს არის ბიუჯეტი.

ჩვენ არ გვინდა, რომ ღვინის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ჩაანაცვლონ თავიანთი მარკეტინგული აქტივობები და შეასბამისად, კიდევ ერთი კრიტიერიუმი გულისხმობს იმას, რომ მათ უნდა გაზარდონ თავიანთი მარკეტინგული ბიუჯეტები. ეს რა თქმა უნდა, აუდიტის მიერ დადასტურდება, მიმდინარე საანგარიშო წლის მარკეტინგული ხარჯი, წინა წელთან შედარებით, უნდა იყოს გაზრდილი და ზუსტად ეს ნაზრდი ხდება ამ კონკრეტული ლიმიტებით დაფინანსებული ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ პროგრამა პოპულარული იქნება.

„დარწმუნებული ვარ, პროგრამა იქნება პოპულარული, რადგან პროგრამა შეათანხმა სახელმწიფომ კერძო სექტორთან, გვქონდა ბევრი შეხვედრა, დისკუსია, მათი აზრი მოვისმინთ, შეჯერებულია პოზიციები. შესაბამისად, ეს არის პროდუქტი ერთობლივი მუშაობის. ვფიქრობ, კომპანიები ენთუზიაზმით ჩაერთვებიან ამ პროგრამაში და ჩვენ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საფინანსო რესურსების მმართვას ვგეგმავთ შემდეგი 34 წლის განმავლობაში, რომ მნიშვნელოვანი შედეგები დადგეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში, 5 წლის თავზე, ვფიქრობთ, რომ გარდატეხა იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ქართული ღვინის გაყიდვების კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.