ლერი ბარნაბიშვილი - ყველაფერი გაკეთდა, რათა გურიაში, სტიქიის ზონაში მსხვერპლისა და ზიანის რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულიყო, დილიდანვე ჩართული იყო სამაშველო სამსახური
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლერი ბარნაბიშვილის განაცხადებით, გურიაში სტიქიის დაწყების პირველივე საათებიდან სამაშველო სამუშაოებში, ადგილობრივებთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო სამსახური, პრემიერის ადმინისტრაცია.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო მსხვერპლი და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი.
ამასთან, ლერი ბარნაბიშვილმა სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახების წევრებს სამძიმარი გამოუხადა.
„დაზარალებულია ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არის მოზარდი, ერთი ბავშვის ძებნა კი გრძელდება. ჩართულია სამაშველო სამსახური, საგზაო დეპარტამენტი. ფაქტი მოხდა მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ამიტომ მძიმე ტექნიკასთან ერთად მუშაობს ცოცხალი მაშველი ძალა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას. დანგრეულია ხიდები, მოსახლეობა მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, თუმცა ყველასთან არის კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ დილიდანვე, სტიქიის პირველივე საათებიდან ჩართული იყო როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური, პრემიერის ადმინისტრაცია. პირადად ვიყავი კონტაქტზე სამაშველო სამსახურთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ყველაფერი გაკეთდა, რათა მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლისა და ზიანის რაოდენობა“, – ლერი ბარნაბიშვილმა.