ლეონარდო დიკაპრიო სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის როლს შეასრულებს
ლეონარდო დიკაპრიო სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის როლს შეასრულებს

სტივენ სპილბერგი და ლეონარდო დიკაპრიო 16 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ითანამშრომლებენ. 2002 წელს გადაღებული Catch Me If you Can-ის შემდეგ, ისინი ულის გრანტის ბიოგრაფიაზე იმუშვებენ. ინფორმაციას variety ავრცელებს.

ახალ ფილმში დიკაპრიო  ულის სიმპსონ გრანტის როლს შეასრულებს , რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-18 პრეზიდენტი იყო.

გრანტმა საპრეზიდენტო არჩევნებში 1868 და 1872 წლებში გაიმარჯვა როგორც რესპუბლიკელმა. მისი ადმინისტრაცია სკანდალებში იყო გახვეული, რაც ნეპოტიზმში და პოლიტიკურ კორუფციაში გამოიხატებოდა.