ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს

10:59, 13.01.2018

ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ფილმი მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი 1969 წელს ვითარდება, როდესაც “მენსონის ოჯახის” ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლზე იერიში მიეტანათ.

მენსონის დავალებით სახლის მცხოვრებლები დახოცეს, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი.

ჩარლზ მენსონი ამერიკელი დამნაშავეა, რომელმაც 1960-იან წლებში კალიფორნიაში სექტა ჩამოაყალიბა. მას აშშ-ში რასობრივი ომის წამოწყება სურდა.

ფილმს Sony გადაიღებს. სურათი მსოფლიო კინოს ვარსკვლავის ლეონარდო დიკაპრიოსა და რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს მეორე ერთობლივი ნამუშევარი იქნება.

ლეონარდო დიკაპრიომ​ ტარანტინოს ფილმში (Django Unchained) მონაწილეობა 2012 წელს მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს გარდა, სხვა ცნობილი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. ერთ-ერთი ვერსიით, შერონ ტეიტის როლს მარგოტ რობი შეასრულებს. გარდა ამისა, მთავარ როლებს შეასრულებენ ტომ კრუზი და ბრედ პიტი.

როგორც ცნობილია, ფილმი 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა. ეს თარიღი ემთხვევა შერონ ტეიტის გარდაცვალების 50-ე წლისთავს.

მსგავსი