ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს
ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ფილმი მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი 1969 წელს ვითარდება, როდესაც “მენსონის ოჯახის” ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლზე იერიში მიეტანათ.
მენსონის დავალებით სახლის მცხოვრებლები დახოცეს, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი.
ჩარლზ მენსონი ამერიკელი დამნაშავეა, რომელმაც 1960-იან წლებში კალიფორნიაში სექტა ჩამოაყალიბა. მას აშშ-ში რასობრივი ომის წამოწყება სურდა.
ფილმს Sony გადაიღებს. სურათი მსოფლიო კინოს ვარსკვლავის ლეონარდო დიკაპრიოსა და რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს მეორე ერთობლივი ნამუშევარი იქნება.
ლეონარდო დიკაპრიომ ტარანტინოს ფილმში (Django Unchained) მონაწილეობა 2012 წელს მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს გარდა, სხვა ცნობილი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. ერთ-ერთი ვერსიით, შერონ ტეიტის როლს მარგოტ რობი შეასრულებს. გარდა ამისა, მთავარ როლებს შეასრულებენ ტომ კრუზი და ბრედ პიტი.
როგორც ცნობილია, ფილმი 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა. ეს თარიღი ემთხვევა შერონ ტეიტის გარდაცვალების 50-ე წლისთავს.