პსჟ-ლივერპულს ლეონარდო დიკაპრიო დაესწრება

23:38, 28.11.2018
June 3, 2016; Paris, France; Movie actor Leonardo DiCaprio in attendance for the Andy Murray (GBR) and Stanislas Wawrinka (SUI) match on day 13 of the 2016 French Open. Mandatory Credit: Susan Mullane-USA TODAY Sports ORG XMIT: USATSI-268090 ORIG FILE ID:  20160603_jla_au2_061.jpg

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ლეონარდო დიკაპრიო ჩემპიონთა ლიგის მატჩს დაესწრება, სადაც ერთმანეთს პსჟ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან – იტყობინება ფრანგული გამოცემა Le Parirsien. მსახიობს კარგი ურთიერთობა აქვს პსჟ-ს პრეზიდენტთან ნასერ ალ-ხელაიფთან. ამ ზაფხულს დიკაპრიო, ბიზნესმენთან ერთად, ჩოგბურთში დიდი სლემის ტურნირს – როლან გაროსს ესწრებოდა.

სხვადასხვა დროს პსჟ-ს თამაშებს დასწრებიან მომღერლები რიჰანა და ბიონსე, მსახიობები ჯეკი ჩანი და ვენ დიზელი. ასევე სპორტის ვარსკვლავები: მაიკლ ჯორდანი, რაფა ნადალი, რონალდო, ლუის ჰემილტონი და სხვები.

პსჟ-ლივერპული დღეს თბილისის დროით 23.55 საათზე დაიწყება.

მსგავსი