ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ლეონარდო დიკაპრიო ჩემპიონთა ლიგის მატჩს დაესწრება, სადაც ერთმანეთს პსჟ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან – იტყობინება ფრანგული გამოცემა Le Parirsien. მსახიობს კარგი ურთიერთობა აქვს პსჟ-ს პრეზიდენტთან ნასერ ალ-ხელაიფთან. ამ ზაფხულს დიკაპრიო, ბიზნესმენთან ერთად, ჩოგბურთში დიდი სლემის ტურნირს – როლან გაროსს ესწრებოდა.
სხვადასხვა დროს პსჟ-ს თამაშებს დასწრებიან მომღერლები რიჰანა და ბიონსე, მსახიობები ჯეკი ჩანი და ვენ დიზელი. ასევე სპორტის ვარსკვლავები: მაიკლ ჯორდანი, რაფა ნადალი, რონალდო, ლუის ჰემილტონი და სხვები.
პსჟ-ლივერპული დღეს თბილისის დროით 23.55 საათზე დაიწყება.