პროგნოზები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოხვედრაზე – რამდენიმე ფავორიტს პრობლემები აქვს #1TVSPORT
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტური – სატურნირო დისტანციის ნახევარი გავლილია. დადგა მომენტი, როცა შესაძლებელია გუნდების შანსების შეფასება.
შეგახსენებთ, რომ რვა საუკეთესო გუნდი პირდაპირ გავა 1/8-ფინალში, ხოლო გუნდები, რომლებიც დაიკავებენ 9-24-ე ადგილებს, პლეი ოფის დამატებით რაუნდში ითამაშებენ 1/8-ფინალში გასასვლელად. 25-36-ე ადგილებზე გასულები კი დაასრულებენ ევროსეზონს.
ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელ გათამაშებაში ბევრი მოულოდნელობაა. გამოიკვეთა მხოლოდ ერთი აშკარა ლიდერი – „ლივერპული“, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო. ამასობაში, ლიდერთა ჯგუფში არიან გუნდები, რომლებსაც იქ არავინ ელოდა – „სპორტინგი“ და საფრანგეთის ჩემპიონატის მოკრძალებული წარმომადგენლები – „ბრესტი“ და „მონაკო“.
ხოლო ფრანგული ფეხბურთის ლიდერს, „პარი სენ-ჟერმენს“ TOP-24-შიც კი ვერ ვხედავთ. ან სტარტამდე ვინ იფიქრებდა, რომ ოთხი ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ მე-10 ადგილზე იქნებოდა, „რეალი“ – მე-18 ადგილზე? მთავარ ფავორიტებს უკან დასახევი გზა აღარ დარჩათ და შეცდომის უფლება არ გააჩნიათ.
ახალ ფორმატში ვარაუდების გაკეთება რთულია, მაგრამ ანალიტიკოსებმა Football Meets Data-დან გამოთვალეს გუნდების TOP-8-სა და TOP-24-ში მოხვედრის შანსები. მათი შეფასებით, 1/8-ფინალში გასასვლელად საკმარისი უნდა იყოს 16 ქულა, პლეი ოფში მოსახვედრად – 10 ქულა.
აი, როგორ გამოიყურება პროგნოზი თითოეული გუნდისთვის ტურნირის ეკვატორზე:
| შანსი TOP-8-ში | შანსი TOP-24-ში | |
| 1. ლივერპული | 91% | 100% |
| 2. ინტერი | 77% | 100% |
| 3. სპორტინგი | 62% | 99,9% |
| 4. დორტმუნდი | 63% | 99,7% |
| 5. ბარსელონა | 61% | 99,8% |
| 6. ატალანტა | 48% | 99% |
| 7. მანჩესტერ სიტი | 48% | 98% |
| 8. მონაკო | 38% | 99,6% |
| 9. მილანი | 38% | 98% |
| 10. ასტონ ვილა | 38% | 99% |
| 11. არსენალი | 37% | 98% |
| 12. ბრესტი | 33% | 99,5% |
| 13. ბაიერნი | 35% | 98% |
| 14. ლევერკუზენი | 33% | 97% |
| 15. ლილი | 15% | 93% |
| 16. ატლეტიკო | 15% | 91% |
| 17. სელტიკი | 15% | 91% |
| 18. რეალი | 14% | 92% |
| 19. იუვენტუსი | 15% | 90% |
| 20. ეინდჰოვენი | 8% | 85% |
| 21. შტუტგარტი | 5% | 83% |
| 22. ბენფიკა | 4% | 74% |
| 23. ფეიენოორდი | 2% | 62% |
| 24. პარი სენ-ჟერმენი | 2% | 59% |
| 25. დინამო ზ | 2% | 58% |
| 26. ბრიუგე | 2% | 52% |
| 27. სპარტა | 0,1% | 22% |
| 28. ჟირონა | 0,1% | 20% |
| 29. შახტარი | 0,1% | 15% |
| 30. ლაიპციგი | – | 10% |
| 31. ბოლონია | – | 10% |
| 32. ზალცბურგი | 0,01% | 5% |
| 33. შტურმი | – | 1% |
| 34. ცრვენა ზვეზდა | – | 1% |
| 35. იანგ ბოიზი | – | 1% |
| 36. სლოვანი | – | 0,1% |