პროგნოზები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოხვედრაზე - რამდენიმე ფავორიტს პრობლემები აქვს #1TVSPORT
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტური – სატურნირო დისტანციის ნახევარი გავლილია. დადგა მომენტი, როცა შესაძლებელია გუნდების შანსების შეფასება.
შეგახსენებთ, რომ რვა საუკეთესო გუნდი პირდაპირ გავა 1/8-ფინალში, ხოლო გუნდები, რომლებიც დაიკავებენ 9-24-ე ადგილებს, პლეი ოფის დამატებით რაუნდში ითამაშებენ 1/8-ფინალში გასასვლელად. 25-36-ე ადგილებზე გასულები კი დაასრულებენ ევროსეზონს.
ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელ გათამაშებაში ბევრი მოულოდნელობაა. გამოიკვეთა მხოლოდ ერთი აშკარა ლიდერი – „ლივერპული“, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო. ამასობაში, ლიდერთა ჯგუფში არიან გუნდები, რომლებსაც იქ არავინ ელოდა – „სპორტინგი“ და საფრანგეთის ჩემპიონატის მოკრძალებული წარმომადგენლები – „ბრესტი“ და „მონაკო“.
ხოლო ფრანგული ფეხბურთის ლიდერს, „პარი სენ-ჟერმენს“ TOP-24-შიც კი ვერ ვხედავთ. ან სტარტამდე ვინ იფიქრებდა, რომ ოთხი ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ მე-10 ადგილზე იქნებოდა, „რეალი“ – მე-18 ადგილზე? მთავარ ფავორიტებს უკან დასახევი გზა აღარ დარჩათ და შეცდომის უფლება არ გააჩნიათ.
ახალ ფორმატში ვარაუდების გაკეთება რთულია, მაგრამ ანალიტიკოსებმა Football Meets Data-დან გამოთვალეს გუნდების TOP-8-სა და TOP-24-ში მოხვედრის შანსები. მათი შეფასებით, 1/8-ფინალში გასასვლელად საკმარისი უნდა იყოს 16 ქულა, პლეი ოფში მოსახვედრად – 10 ქულა.
აი, როგორ გამოიყურება პროგნოზი თითოეული გუნდისთვის ტურნირის ეკვატორზე:
|
შანსი TOP-8-ში |
შანსი TOP-24-ში |
1. ლივერპული |
91% |
100% |
2. ინტერი |
77% |
100% |
3. სპორტინგი |
62% |
99,9% |
4. დორტმუნდი |
63% |
99,7% |
5. ბარსელონა |
61% |
99,8% |
6. ატალანტა |
48% |
99% |
7. მანჩესტერ სიტი |
48% |
98% |
8. მონაკო |
38% |
99,6% |
9. მილანი |
38% |
98% |
10. ასტონ ვილა |
38% |
99% |
11. არსენალი |
37% |
98% |
12. ბრესტი |
33% |
99,5% |
13. ბაიერნი |
35% |
98% |
14. ლევერკუზენი |
33% |
97% |
15. ლილი |
15% |
93% |
16. ატლეტიკო |
15% |
91% |
17. სელტიკი |
15% |
91% |
18. რეალი |
14% |
92% |
19. იუვენტუსი |
15% |
90% |
20. ეინდჰოვენი |
8% |
85% |
21. შტუტგარტი |
5% |
83% |
22. ბენფიკა |
4% |
74% |
23. ფეიენოორდი |
2% |
62% |
24. პარი სენ-ჟერმენი |
2% |
59% |
25. დინამო ზ |
2% |
58% |
26. ბრიუგე |
2% |
52% |
27. სპარტა |
0,1% |
22% |
28. ჟირონა |
0,1% |
20% |
29. შახტარი |
0,1% |
15% |
30. ლაიპციგი |
– |
10% |
31. ბოლონია |
– |
10% |
32. ზალცბურგი |
0,01% |
5% |
33. შტურმი |
– |
1% |
34. ცრვენა ზვეზდა |
– |
1% |
35. იანგ ბოიზი |
– |
1% |
36. სლოვანი |
– |
0,1% |