თავისუფალი ჭიდაობა | მირიან მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

18:15, 01.11.2026

ასტანაში თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შვეიცარიელი მეტოქე დამაჯერებლად, 6:2 დაამარცხა.

ტურნირზე 31 ოქტომბერს ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ).

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი