საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გუნდური ასპარეზობა გაიმართა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში, როგორც 2025 წელს, ჩვენი გუნდი კვლავ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ამჯერად 3:4 დამარცხდა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.