საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გუნდური ასპარეზობა იმართება.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ან უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.