შეხვედრა მოკრივეებთან

15:26, 01.11.2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მოკრივე საბა მარკელიასა და ნიკოლოზ პაპავას შეხვდა. მინისტრმა მათ ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

პარიზში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ტაილანდურ კრივში ქართველმა სპორტსმენმა საბა მარკელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია. საქართველოსთვის 18-წლამდელთა შორის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეს პირველი მედალია. მოკრივე ნიკოლოზ პაპავამ კი, გასულ წელს, ტაილანდურ კრივში ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც სენიორთა შორის ასევე ისტორიული შედეგია.

მსგავსი