ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

12:41, 01.11.2026

სენეგალში, აბდულაი ვადეს სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე, ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. „დაკარი 2026-ის“ გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები: მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი იყვნენ. გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკის გენერალური მდივანი ესწრებოდნენ. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან, 13 ნოემბრის ჩათვლით, სენეგალის დედაქალაქი უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობას მიიღებს 205 ქვეყნის 2 655 სპორტსმენი, შეჯიბრებები კი სპორტის 25 სახეობაში გაიმართება. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში, ჯამში 13 სპორტსმენი იასპარეზებს.

მსგავსი