ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ 1-ელ არხს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
ადგილზე კვლავ რჩება 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი.
„ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ამ წუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები”-განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.