ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძარი ლოკალიზებულია

20:13, 11.07.2018

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ 1-ელ არხს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.

ადგილზე კვლავ რჩება 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი.

„ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ამ წუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები”-განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

 

 

მსგავსი