ჯემალ და გია ბაღაშვილების საკონცერტო კომპანია პირველი რესპუბლიკის მოედანზე მხოლოდ ერთი დღით ანსამბლ „ივერიას“ საესტრადო მიუზიკლს, „ჩხიკვთა ქორწილს“ წარმოადგენს.
ღონისძიება დღეს, 21:00 საათზე დაიწყება და დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი საკონცერტო სერიების ციკლს გააგრძელებს.
„ჩხიკვთა ქორწილი“ თითქმის 40 წელია, წარმატებით იდგმება. მიუზუკლმა აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
მხოლოდ საქართველოში, მიუზიკლი სხვადასხვა წლებში თითქმის 800-ჯერ გაიმართა.