ლეგენდარული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი” ღია ცის ქვეშ გაიმართება

13:25, 07.01.2019

ჯემალ და გია ბაღაშვილების საკონცერტო კომპანია პირველი რესპუბლიკის მოედანზე მხოლოდ ერთი დღით  ანსამბლ „ივერიას“ საესტრადო მიუზიკლს, „ჩხიკვთა ქორწილს“ წარმოადგენს.

ღონისძიება დღეს, 21:00 საათზე დაიწყება და დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი საკონცერტო სერიების ციკლს გააგრძელებს.

„ჩხიკვთა ქორწილი“ თითქმის 40 წელია, წარმატებით იდგმება. მიუზუკლმა აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მხოლოდ საქართველოში, მიუზიკლი სხვადასხვა წლებში თითქმის 800-ჯერ გაიმართა.

 

მსგავსი