„ურჩხული და ლამაზმანის“ პრემიერა ​მოზარდ მაყურებელთა თეატრში [ფოტო]
„ურჩხული და ლამაზმანის“ პრემიერა ​მოზარდ მაყურებელთა თეატრში [ფოტო]

მოზარდ მაყურებელთა თეატრში საბავშვო მიუზიკლის „ურჩხული და ლამაზმანის“ პრემიერა ​გაიმართა.

მიუზიკლისთვის ქართულად საგანგებოდ ითარგმნა სიმღერის ტექსტები, ხოლო ალან მენკენისა და ჰოვარდ ეშმანის ცნობილი მუსიკის გარდა, სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შეიქმნა რამდენიმე მუსიკალური თემა.

მოჯადოებული ურჩხულის სასახლეში ბავშვები შეხვდებიან საყვარელ პერსონაჟებს: ბელსა და მორისს, ლუმიერსა და კოგსვორთს, ქალბატონ ჩაიდანს, მადამ დე გარდერობსა და სხვებს.

პროექტის ავტორია ლევან გვაზავა, დამდგმელი რეჟისორი კი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

ამასთან, სპექტაკლამდე ნაძვის ხესთან და ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვებისთვის კონცერტები გაიმართება.​

წარმოდგენები 27 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.