„მუსიკის ჰანგების" საუნდტრეკი ამერიკის ეროვნულ საგანძურად აღიარეს
„მუსიკის ჰანგების" საუნდტრეკი ამერიკის ეროვნულ საგანძურად აღიარეს

პოპულარული მიუზიკლის, „მუსიკის ჰანგების” საუნდტრეკი ამერიკის ეროვნულ საგანძურად აღიარეს. თავისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის გამო, მას კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნულ რეესტრში შეიტანენ. ინფორმაციას Vanity Fair ავრცელებს.

„მუსიკის ჰანგების” ისტორია ბროდვეიდან იწყება. როგორც ამბობენ რიჩარდ როჯერსის მუსიკა ბროდვეიზე – 1443 ჯერ მოისმინეს, შემდეგ კი წარმატებულ მიუზიკლზე ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

რობერტ ვაიზის სურათმა გამოსვლისთანავე აღიარება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. ფილმი ისტორიაში  შევიდა 5 ოსკარითა და რეკორდული რაოდენობის კინო-გაქირავებით.