სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების, ლეძაძამესა და კვაუთს შორის დროებითი ხიდი გაიდო.
ძლიერი ნალექისა და მეწყრული პროცესების გამო, სოფლებს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი 10 აგვისტოს დაინგრა. 90- მდე ოჯახი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი.
დროებითი ხიდი საგზაო დეპარტამენტმა ააშენა.