ლეძაძამესა და კვაუთს შორის დროებითი ხიდი გაიდო

17:25, 16.08.2018

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების, ლეძაძამესა და კვაუთს შორის დროებითი ხიდი გაიდო.

ძლიერი ნალექისა და მეწყრული პროცესების გამო, სოფლებს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი 10 აგვისტოს დაინგრა. 90- მდე ოჯახი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი.

დროებითი ხიდი საგზაო დეპარტამენტმა ააშენა.

მსგავსი