ლაშა ტაველური მერვედფინალში დამარცხდა | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]
აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე, 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ერთადერთი ქართველი, ლაშა ტაველური მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ლაშამ პირველ წრეში, ჩინელ ბო ჟანგთან გამარჯვების შემდეგ, მერვედფინალში ლატვიელი იევგენი ბოროდანკოს ბარიერი ვეღარ დასძლია და ტურნირი ნაადრევად დაასრულა.
ტაველურმა მერვედფინალური შეხვედრა, ვადამდე, იპონით დათმო.