ტაშკენტის გრანდ-სლემზე საქართველოს ყველა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა | ძიუდო
ხუთიდან შვიდი მარტის ჩათვლით, ტაშკენტი ძიუდოში გრანდ-სლემს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ ამ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები გუნდები გადახალისებული შემადგენლობით იჭიდავებენ.
დღეისათვის განაცხადი 11 ქართველ ძიუდოისტზე არის გაკეთებული, თუმცა არ არის გამორიცხული, მათი რიცხვი გაიზარდოს.
ვაჟთა შემადგენლობა:
60 კგ. – ჯაბა პაპინაშვილი
73 კგ. – ფრიდონ გიგანი
81 კგ. – გიორგი შერაზადიშვილი
90 კგ. – ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ. – გიორგი ჩიქოვანი
+ 100 კგ. – ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი
ქალთა გუნდის შემადგენლობა:
52 კგ. – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
70 კგ. – მარიამ ჭანტურია
+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი
გუნდები უზბეკეთიდან ტურნირის დასრულებისთანავე დაბრუნდებიან და თბილისის გრანდ-სლემისთვის დაიწყებენ მზადებას, რომელიც 26-28 მარტს ჩატარდება.
10 მარტიდან თბილისში ერთობლივი შეკრებაც იგეგმება, რომელშიც წამყვანი გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას. დღეისათვის საქართველოში ჩამოსვლის სურვილი მონღოლეთის, ხორვატიის, სლოვენიის და კიდევ რამდენიმე გუნდის წარმომადგენელმა გამოთქვა. ერთობლივი ვარჯიშების მონაწილეთა სია მოგვიანებით დაზუსტდება.