ტაშკენტში 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ტაშკენტში 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ხვალ, ხუთ მარტს სტარტს ტაშკენტის გრან სლემი აიღებს, რომელიც სამ დღეს გასტანს.

პირველი საშეჯიბრო დღის წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 8:00 საათზე, ხოლო 6-7 მარტს – 8:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი სამივე დღეს 16:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ტაშკენტში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

კაცები:

60კგ – ჯაბა პაპინაშვილი,
73კგ – ფრიდონ გიგანი,
81კგ – გიორგი შერაზადიშვილი,
90კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი,
100კგ – გიორგი ჩიქოვანი,
+100კგ – ადამ ოქრუაშვილი.

ქალები:

52კგ – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი,
70კგ – მარიამ ჭანტურია,
78კგ – სოფიო სომხიშვილი.