საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში ცვლილებებია - ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემს გამოტოვებს #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში ცვლილებებია - ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემს გამოტოვებს #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. 24-26 მარტს თბილისში გასამართ გრანდ სლემზე ვერ იასპარეზებს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ). მის გარდა, ამ წონით კატეგორიაში ტურნირს გამოაკლდა ერეკლე ბაზიერიშვილიც. მათ ნაცვლად შეჯიბრზე ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი იჭიდავებენ. 60 კგ-ში, ნიკა ხუზაურაშვილის ნაცვლად, გრანდ სლემზე საბა გრიგალაშვილი გამოვა, ხოლო 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილს უშანგი მარგიანი შეცვლის.

დღევანდელი მონაცემებით, გრანდ სლემზე 62 ქვეყნის 424 ძიუდოისტია რეგისტრირებული, საიდანაც 224 მამაკაცია, ხოლო 200 – ქალი. საქართველოს მამაკაცთა ნაკრებში 28 ძიუდოისტი, ხოლო ქალებში 12 სპორტსმენი იასპარეზებს.

მამაკაცები

60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე, საბა გრიგალაშვილი.
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია.
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.
81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა.
90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური.
100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე.
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

ქალები

48 კგ: ნატალი ყიფშიძე.
52 კგ: ელენე წიკლაური, მარიამ ფოცხვერაშვილი, მარი მახარაშვილი.
57 კგ: ნინო წიკლაური, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
63 კგ: ეთერ ასკილაშვილი, ნინო გეთიაშვილი.
70 კგ: რეგინა უთნელიშვილი.
78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ. ტურნირის ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ge-ზე. ბილეთის ფასი სამივე საშეჯიბრო დღეს 10 ლარიდან 25 ლარამდეა.

წინასწარი შეხვედრები, სავარაუდოდ, 10:00 საათზე დაიწყება (ზუსტი დრო 23 მარტს, წილისყრის შემდეგ გამოცხადდება), ფინალური ბლოკი სამივე დღეს 17:00 საათზე გაიმართება. გრანდ სლემი „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.