ჭრიკიშვილმა და ტაველურმა პირველი ეტაპი გაიარეს | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]
12:40, 29.10.2018
აბუ დაბიში მიმდინარე წლის ბოლოს წინა დიდ მუზარადზე, დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს. სამი მათგანი (უშანგი მარგიანი 90 კგ. ლევან მატიაშვილი + 100 კგ. ადამ ოქრუაშვილი + 100 კგ) ტურნირზე განთესილთა შორის იყო და პირველ წრეში ისვენებს.
რაც შეეხება ავთანდილ ჭრიკიშვილსა და ლაშა ტაველურს, მათ ტურნირში ჩართვა პირველივე ეტაპიდან მოუწიათ და შემდეგ ეტაპზე გასვლა ორივემ მოახერხა.
ჭრიკიშვილმა (90 კგ) საუდის არაბეთის წარმომადგენელ, სალეჰალზუვაიდი ორ წუთში დაამარცხა. ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა მეტოქეს ჯერ ვაზა-არი აუღო შემდეგ კი მალევე ბეჭებზეც გააკრა და ახლა 1/16 ფინალში, უნგრელ კრისტიან ტოტს შეხვდება.
ჩინელი ბო ჟანგი, ვაზა-არით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა ლაშა ტაველური (100 კგ.) მისი მომდევნო მეტოქე, ლატვიელი იევგენიბოროდავკო იქნება.