პორტუგალიის გრან პრიზე ბაზიერიშვილმა და ინანეიშვილმა პირველი შეხვედრები მოიგეს, სამი ქართველი ძიუდოისტი ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე ასპარეზობას განაგრძობს. დღეს ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი უკვე გამოვიდა, რომელთაგანაც პირველ შეხვედრებში ორმა – ერეკლე ბაზიერიშვილმა (100 კგ) და მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა გაიმარჯვეს.

სამი ძიუდოისტი – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ) პირველ დაპირისპირებებში დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

ბაზიერიშვილი 1/16 ფინალში ფრანგ იდირს შეხვდება, ინანეიშვილი კი მერვედფინალში სლოვენიელ ან ფრანგ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

შეჯიბრებაზე გამომსვლელ კიდევ ერთ ქართველს, ილია სულამანიძეს (100 კგ) ჯერ პირველი შეხვედრა არ ჩაუტარებია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ტურნირზე ჯერჯერობით უმედლოდაა.

პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები მიმდინარეობს, ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე დაიწყება.