დღეს სამი ქართველი ბუდაპეშტის გრან პრიზე მედლისთვის იბრძოლებს | ძიუდო
დღეს სამი ქართველი ბუდაპეშტის გრან პრიზე მედლისთვის იბრძოლებს | ძიუდო

ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის იბრძოლებს. ესენი არიან: ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ).

შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები ორი საშეჯიბრო დღის მერე უმედლოდაა. ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და ფრიდონ გიგანმა (73კგ) თავი ვერაფრით გამოიჩინეს.

ტურნირი COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით მიმდინარეობს.