ძიუდო ბუდაპეშტის გრან სლემით ბრუნდება
ძიუდო ბუდაპეშტის გრან სლემით ბრუნდება

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პანდემიით გამოწვეული რვათვიანი შესვენების შემდეგ უნგრეთის ტურნირით ბრუნდება. 23-25 ოქტომბერს ბუდაპეშტში უნგრეთის გრან სლემი ჩატარდება, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით გაიმართება.

გრან სლემზე დაგეგმილია 69 ქვეყნის ძიუდოისტების ასპარეზობა. მათ შორის იქნებიან საქართველოს წარმომადგენლები: ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ფრიდონ გიგანი (-73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ)

23 ოქტომბერი: -60კგ, -66კგ.

24 ოქტომბერი: -73კგ, -81კგ.

25 ოქტომბერი: -90კგ, -100კგ, +100კგ.