ლაშა შავდათუაშვილი პარიზის დიდი სლემის ტურნირის ფინალში გავიდა
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის დიდი სლემის ტურნირის ფინალში გავიდა

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, პარიზის დიდი სლემის ფინალში, კარიერაში პირველად გავიდა. -73 კილოგრამ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში მან მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორ, სამხრეთ კორეელ ანს 50 წამში მოუგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კოსოვოელ – აკილ გიაკოვას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ლაშამ ფინალისკენ მიმვალ გზაზე მეთექვსმეტედფინალში კანადელი – ანტუან ბუშარი, მეოთხედფინალში კი გერმანელი – იგორ ვანდკე ასევე ვადამდე დაამრცხა. რაც შეეხება მერვედფინალს, აქ სომეხ ფილიპე კარაპეტიანს ვაზარი აკმარა.

“ბერსი არენაში” ფინალური შეხვედრები 20:00-იდან დაიწყება. ტატამზე პირველები -60 კილოგრმამდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავლენ, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, ამირან პაპინაშვილი ფრანგ – სედრიკ რევოს დაუპირისპირდება.