ძიუდო | მოულოდნელობა მსოფლიო ჩემპიონატზე - შავდათუაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT
ძიუდო | მოულოდნელობა მსოფლიო ჩემპიონატზე - შავდათუაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) მოულოდნელად მონღოლ ლავაჯარგალთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ძიუდოისტი ვაზარით იგებდა, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე წამით ადრე ტატამიდან გასვლისთვის მესამე გაფრთხილება მიიღო.

ტურნირზე დღეს მედლები მამაკაცთა 66 და 73, ხოლო ქალთა შორის 57კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. დღეს გამომსვლელი ორი ქართველი გიორგი ტერაშვილი (73კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ვაჟა მარგველაშვილს (66კგ) კი ჯერ პირველი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 60 კგ-ში გამომსვლელი 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები დღეს 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან გაიმართება.

2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.