თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო ნობათი გადასცეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა სოფელ საზანოსა და სიქთარვში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო ნობათი გადასცა.
ლაშა გოგიაშვილთან ერთად ადგილობრივებს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დიანა ფოცხვერაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ.
ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 50 000 ლარი გამოიყო.
საკვები პროდუქტებით დახმარება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.