„ლეიბორისტული“ პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და სხდომის დარბაზიდან გააძევა.
ჩხარტიშვილმა მანამდე შუამდგომლობა დააყენა მოსამართლის აცილებაზე. მისი თქმით, ვალერიან ფილიშვილმა არ უნდა განიხილოს მისი ადმინისტრაციული საქმე, რადგან ის მიკერძოებულია და საპროტესტო აქციის წარმომადგენლების მიმართ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს. მოსამართლემ მას განუმარტა, რომ ის იღებს კანონიერ გადაწყვეტილებებს. რასაც ჩხარტიშვილი არ დაეთანხმა.
ამის შემდეგ, ის მოსამართლემ გააფრთხილა, რომ მიეცა მისთვის პოზიციის დაფიქსირების საშუალება. ჩხარტიშვილმა კვლავ გააგრძელა შელაპარაკება და ამის შემდეგ მოსამართლემ ჯერ დაჯარიმების, შემდეგ კი მისი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ლაშა ჩხარტიშვილი დღეს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166 და 173 მუხლების დარღვევას ედავებიან.
საქმეზე სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო.