ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლობარგში სახლი დაიწვა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საკვამურში გაჩნდა. ცეცხლმოდებული სახლიდან ხანშიშესული ცოლ-ქმარი უვნებლად გაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
„ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისი პროგრამის მიხედვით ოჯახს დროებით ქირით გადაიყვანს და ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში მათ თანხით დაეხმარება“, – აცხადებენ ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურში.