ლანჩხუთის საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ სოფელ სუფსაში მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზები იწმინდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან, რომელსაც სპეციალურად შექმნილი შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია დაადგენს.
თითქმის ყველა სახლსა თუ ეზოში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება სოფლის ნაწილს.
როგორც ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ია მოქია აცხადებს, სუფსაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები. მისივე თქმით, ამ დროისთვის იწმინდება მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზები.
„მიმდინარეობს ზარალის დათვლა და მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. გუშინ, როგორც კი დაიწია წყლის დონემ, სამაშველო სამსახურის მიერ განხორციელდა ამოტუმბვითი სამუშოები იმ სახლებში, სადაც ჯერ კიდევ დარჩენილი იყო წყალი. უსაფრთხო ადგილას ცხრა ადამიანია გადაყვანილი. ამ წუთებშიც ვმუშაობთ, რათა ყველა ოჯახში მივიდეთ და დავითვალოთ ზარალი. სამი ოჯახის გვყავს, რომელიც სხვას შეეკედლა. ზარალის დამთვლელი კომისია აქტიურად მუშაობს. გუშინ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში გვეხმიანებოდნენ და დღესაც, თუ რომელ ოჯახს სჭირდებოდა ან სჭირდება უსაფრთხო ადგილზე გასვლა, ასევე ვის სჭირდება პირველადი დახმარება და პროდუქტები. რა თქმა უნდა, ვაწვდით ყველაფერს“, – განაცხადა ია მოქიამ.