ლანჩხუთის მერი სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა სასტუმროში არიან განთავსებული

20:45, 17.09.2023

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად, სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა სასტუმროში არიან განთავსებული.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხო ადგილას განთავსება. ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის“,-აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.

ბოლო მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჯამში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 204 ოჯახი, სასტუმროებში კი -161.

მსგავსი